სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არასერიოზულია კითხვა, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა თუ არა ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრას.
ჩუბინიძის თქმით, როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასრულებდა თავის სამუშაოს, უზრუნველყოფდა დაცვას და დანამდვილებით იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა.
„მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, იქ ვიყავი და ვუზრუნველყოფდი დაცვას. ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა“, – აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან "შატო მუხრანში" შეხვედრას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტით ოლიგარქმა ივანიშვილმა დაასრულა გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე გასხვისების პროცესი