შვეიცარიაში, ჟენევის შეხვედრების ფორმატში, გრძელდება „ქართული პარტიის" ლიდერების სტრატეგიული სესია. სესიის მიმდინარეობისას, მათ მიერ დაიგეგმა და დამტკიცდა პარტიის მოკლევადიან და გრძელვადიან მოქმედებათა სტრატეგია. ამასთან, პარტიის ლიდერებს ჰქონდათ შეხვედრა დონორებთან, რომლის დროსაც გადაწყდა სპეციალური ფონდის შექმნა. აღნიშნული ფონდი შეკრებს, გამოიძიებს და წიგნად გამოსცემს სააკაშვილის დანაშაულებათა შავ წიგნს. ეს დანაშაულობები ითარგმნება და გავრცელდება მთელ მსოფლიოში და მიეწოდება როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ლიდერებს.
ამ ინფორმაციის მსოფლიო საზოგადოებისთვის მიწოდებაზე სპეციალური ლობისტური ორგანიზაციები იზრუნებენ.