მობილური ოპერატორი "ბილაინი" აცხადებს ახალ საახალწლო აქციას, რომელშიც ჩართვა ნებისმიერ მსურველს 6 დეკემბრიდან, 14 იანვარის ჩათვლით შეეძლება.
აქციის ფარგლებში, აბონენტი საჩუქრად მიიღებს ბილაინის ფერადეკრანიან ტელეფონს, რომელიც აღჭურვილია GPRS მხარდაჭერით, რადიოთი, MP3 ფლეიერით, მოჰყვება ყურსასმენი, 2011 წამი და 2011 შMშ ყოველთვე მთელი წლის განმავლობაში, შიდა ქსელზე გამოსაყენებლად.
აქციაში ჩართვის მსურველებმა, უნდა შეიძინონ სასტარტო პაკეტი. პაკეტში შედის მობილური ტელეფონი და სატარიფო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ოპერატორთან დაკავშირება დღეში 2 წუთის შემდეგ, 9 თეთრი იქნება. მსურველებს პაკეტის შეძენა შეუძლიათ ბილაინის აბონენტთა მომსახურების ოფისებშა და კომპანიის პარტნიორ დილერებთან. სასტარტო პაკეტის ღირებულებაა 29 ლარი და 95 თეთრი, რომელიც აბონენტს ანგარიშზე 15 იანვარს დაუბრუნდება 21 დღის გამოყენების ვადით ქსელის შიდა ზარებზე, SMS-ებსა და მობილურ ინტერნეტზე.
"საახალწლო აქცია ბილაინისგან, განსაკუთრებული საჩუქარია ჩვენი ახალი აბენტებისათვის, გარდა იმისა, რომ ისინი, საჩუქრად იღებენ ფერადეკრანიან, ინტერნეტით აღჭურვილ მობილურ ტელეფონს, ისინი ყოველთვე მიიღებენ დამატებით ბონუსებს, ასე რომ საახალწლო საჩუქრები ბილიანისაგან, მთელი წლის განმავლობაში გრძელდება"- განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.