7 დეკემბერს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-11 სხდომა გაიმართება.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების (სავარაუდოდ, ევროპაში უამინდობის) გამო გრიგოლ ვაშაძემ და ქართული დელეგაციის სხვა წევრებმა ბელგიაში გამგზავრება ვერ შესძლეს. ამის გამო, სხდომაზე ქართული მხარე მხოლოდ ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
"სხდომაზე მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხი განიხილება. სხდომას უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომდევნო თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. იმედია, სხდომას სათანადო თანათავმჯდომარეობას გაუწევს ჩვენი ელჩი", - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, სხდომის შემდეგ მხარეების