საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 დეკემბერს მექსიკაში გაემგზავრება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
მისი განმარტებით, ქვეყნის პირველი პირი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტს ქართული მხრიდან გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც დაესწრება.
სამიტი 28 ნოემბერს გაიხსნა და კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს. მასზე ახალი სამოქმედო გეგმის მიღებაა დაგეგმილი, რის საფუძველზეც განვითარებადი ქვეყნების ფინანსური დახმარება მოხდება.
პრეზიდენტ სააკაშვილისა და გოგა ხაჩიძის მექსიკაში ვიზიტი 11 დეკემბერს დასრულდება.