"სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევა კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება:
პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისთვის - 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის - 5000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისთვის - 5000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის 7000 ლარს, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში კი ფიზიკური პირისთვის - 6000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის - 8000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ახალი ინიციატივის მიზანს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში არსებული წინააღმდეგობების გამომწვევი ხარვეზების აღმოფხვრა.
კანონის არსებული რედაქციით გათვალისწინებულია ერთი სამართალწარმოებისთვის სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც წინააღმდეგობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობასთან, რაც პრაქტიკაში მხარებს შორის დავას იწვევს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან ლაშა თორდია და კახაბერ ანჯაფარიძე.