ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. რაკი ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიადგნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ოთხ მოქალაქისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკის ქმედებაში გასაკვირი არაფერია.
იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც გამოდიოდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ და აცხადებდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, ნამდვილად არ არის გასაკვირი და არც თანმიმდევრულობაში ირევა რაიმე ჯაჭვი, ყველაფერი გასაგებია. ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. რაკი ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიადგნენ. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?- ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმ ფონზე, როდესაც რამდენჯერმე ასეთი განცხადებები გააკეთეს, რომ საქართველოს ან ივანიშვილის კავშირზე, სანქცირებული პროდუქტების ტარებაზე, იქვე როდესაც მოთხოვნილი იქნა მეგობარი სახელმწიფოსგან, რომ გაეკეთებინათ ამის დასაბუთება, ერთი, ირიბი მტკიცებულება მაინც მიეთითებინათ, ამაზე პასუხი იყო ნულოვანი, აბსოლუტურად არავითარი დასაბუთება არ ყოფილა. ასეთ აბსურდულ დასაბუთებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება, არ ვიცი. შეიძლება, ომში მყოფი სახელმწიფო აძლევდეს თავს უფლებას ამის გაკეთების და ამას ბედავდეს, მაგრამ არ მგონია, ნორმალურმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. ვინმემ დედამიწის ზურგზე იცის იმის შესახებ, რა გახდა დასანქცირების მიზეზი? რაიმე კონკრეტული არგუმენტი, კონკრეტული დასაბუთება. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ანდობენ ბატონ ზურაბ ადეიშვილს, გასაგებია, იმ სახელმწიფოსთვის შეიძლება ასე ჩანდეს, რომ სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, ვისაც შეიძლება არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს, ეს შეიძლება ასეც ტრიალებდეს“, – განაცხადა სარჯველაძე.