ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერი, ლიზ ტრასი გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ თანამდებობაზე მოვიდა "დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის" დროს.
"მე ვაღიარებ... სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე მანდატის განხორციელება, რომლითაც მე ამირჩა კონსერვატიულმა პარტიამ", - თქვა სიტყვით გამოსვლის დროს.
იგი პრემიერმინისტრად დარჩება, სანამ არ აირჩევენ შემცვლელს.
ტრასი პრემიერმინისტრად 5 სექტემბერს აირჩიეს. ის 6 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ოფიციალურად დანიშნა. ტრასი იყო მაღალი თანამდებობის პირებიდან ბოლო, რომელიც გარდაცვლილ მონარქს შეხვდა.