ქართული მედიის წარმომადგენელთა 13 კაციანი ჯგუფი, რომელსაც ჟურნალისტები და მედიამენეჯერები წარმოადგენენ, მოსკოვში მიემგზავრებიან.
მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის და ევროკავშირის მიწვევით ევროპის სამეზობლო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენციაზე საუბარი იქნება ჟურნალისტიკის მომავალზე პოსტ საბჭოთა სივრცეში. კონფენერციაზე ასევე განიხილება უსაფრთხოება და ბრძოლა ცენზურის წინააღმდეგ, უფლებების დარღვევის ფაქტებზე როგორც რუსეთში ასევე სხვა ქვეყნებში.
კონფერენციაში 150 ზე მეტი ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას.
მედიის წარმომადგენლები თბილისში 11 დეკემბერს დაბრუნდებიან.