დაღესტანში ხასავიურტის რაიონში საგადასახადო დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია დაღესტნის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დანაშაული ერთ-ერთ კაფეში მოხდა.
"უცნობმა პირმა მილიციის თანამშრომელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილა. მილიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია 13 გილზი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება", _ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები