მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება შეუძლია.
ნოღაიდელის თქმით, გამაღიზიანებელია, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მერის არჩევნებთან აიგივებენ.
"ოპოზიციას შეუძლია ამ არჩევნების მოგება. მაგრამ ძალიან მაღიზიანებს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებს თბილისის მერის არჩევნებთან აიგივებენ. საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის. გავიმარჯვებთ მხოლოდ მაშინ, თუ მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვახდენთ", _ აცხადებბს ზურაბ ნოღაიდელი.
მისივე თქმით, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის მზად არის როგორც პრაიმერში, ისე ოპოზიციურ გაერთიანებაში მონაწილეობისთვის.