პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებები გაკეთდა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ურჩევს, ქალაქის მერმა და თანამდებობის რამდენიმე პირმა, ვისაც ეხებოდა რეაბილიტაციის ზედამხედველობა, გამოძიების დასრულებამდე მაინც შეიჩერონ უფლებამოსილება.
"ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელიც გადადგა ამ ამბების შემდეგ სადმე, ან თბილისში, ან ბათუმში ამ წლების განმავლობაში. ან ერთი თანამდებობის პირი მითხარი, რომელიც დააკავა გამოძიებამ. ეს არის ყველას პრობლემა, ეს არის პოლიტიკური პრობლემაც, მორალური პრობლემაც და სისტემური პრობლემაც. ჩემი კეთილი რჩევა იქნებოდა, რომ ქალაქის მერმა და თანამდებობის რამდენიმე პირმა, ვისაც ეხებოდა რეაბილიტაციის ზედამხედველობა, ჩაბარება, გადმობარება, გამოძიების დასრულებამდე მაინც შეიჩერონ უფლებამოსილება," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.