რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში.
"ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები. საჰაერო შეტევის სირენები გრძელდება. დარჩით თქვენს თავშესაფრებში!"- წერს კლიჩკო.