დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწევებისა და საჭიროებების შესახებ დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
დოკუმენტაცი მოიცავს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეროში არსებული სტატისტიკა; 2008 წლიდან დღემდე მიღწეული შედეგები; განსახლების სფეროში არსებული საჭიროებები; პასუხისმგებელი მხარეები; შენობებისა და ბენეფივიარების შერჩევის პრინციპები და გეგმა; კომინიკაციისა და პრივატიზაციის გეგმები; ასევე სოციო-ეკონომიკური განვითარებისა და მონიტორინგის გეგმები.
ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებუილ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსი, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.
როგორც კობა სუბელიანმა განაცხადა, ამ ორგანიზაციების მხარდაჭერIტ მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება.
"დონორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან განვიხილეთ ის სამუშაოები რომელიც ჩავატარეთ და რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. უამრავი სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. 2011 წელს მოხდება დევნილთა ჩასახლებების მთლიანი გაზიფიცირება. ასევე საბოლოოდ დასრულდება ელექტრო-ენერგიის პრობლემა. დასრულდება რეგიონებში ლტოლვილთა კომპაქტურად ჩასახლების პროცესი. წელს იყო მტკივნეული გადაწყვეტილებებიც მიღებული, თუმცა სამინისტრო მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა კობა სუბელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტი 2010 წლის დასაწყისში შეიქმნა. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობით.