დღეს, 6 დეკემბერს, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში, 16 ქართველ დიპლომატს გერმანული ენის კურსებში მონაწილეობის სერთიფიკატებს გადასცემენ.
ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ორთვინ ჰენიგი.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით გოეთეს ინსტიტუტი 1994 წლიდან ახორციელებს ენის შემსწავლელ პროგრამას „გერმანია - გერმანული ენა გერმანიაში".
კურსებში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირისა და მისი ასოცირებული ქვეყნების სამინისტროების წარმომადგენლები და ასევე ევროკავშირის სახელმწიფო მოხელეები. კურსების მიზანია გერმანული ენის, როგორც ევროკავშირში მოლაპარაკებების ენის
ხელშეწყობა.
ღონისძიება თბილისის გოეთეს ინსტიტუტში (მის: ზანდუკელის ქუჩა #16) გაიმართება.