ავიაკომპანია "ლუფტჰანზას" თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს დილით მიუნხენის მიმართულებით რეისი ვერ შეასრულა
როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემები გახდა.
როგორც მგზავრები აცხადებენ, აფრენიდან 45 წუთის განმავლობაში თვითმფრინავი თბილისის აეროპორტის თავზე ტრიალებდა.
ამის შემდეგ თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაჯდა.
ინციდენტის გამო არავინ დაშავებულა.
ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.