„ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ რაც ხდება, არის მართული გარე ძალების მიერ, სადაც ძალიან დიდი წვლილია, მათ შორის „ქართული ოცნების“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა.
„ის, რაც ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, ეს არ არის შიდა პარტიული დაპირისპირება, ეს არის მართული გარე ძალების მიერ, სადაც ძალიან დიდი წვლილია, მათ შორის „ქართული ოცნების“, რომლებიც ცდილობენ ამ ადამიანების ხელით მოახდინონ პარტიის დისკრედიტაცია. აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში იყო, არის, ყოველთვის იქნება“, – განაცხადა წითლიძემ.
მისი თქმით, სოსო თოფრიძეს წამოდგენა არ აქვს, რას გაუძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" 10 წ;ის განმვალობაში.
„თვითონ გაქცეულია ქვეყნიდან და უკაცრავად თოფურიძესთან, პროკურატურას რომ აქვს კითხვები, ისე აქვს საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა და მათ შორის მეც. ამიტომ სოსო თოფურიძეს წარმოდგენა არ აქვს, ან მიზანმიმართულად ტყუილს ავრცელებს, როდესაც იძახის, რომ ადამიანები, რომლებმაც ათი წლის განმავლობაში ეს პარტია ჩვენი ბრძოლით აქამდე მოვიტანეთ, დღემდე ვალებს ვიხდით, მათ შორის საარჩევნო კამპანიების, მთელი ამ ათი წლის განმავლობაში. სოსო თოფურიძეს არ აქვს არანაირი მორალური უფლება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ილაპარაკოს რამე, მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე, ამაზრზენია და მით უმეტეს სოსო თოფურიძე არ არის ის ადამიანი, ვინც უნდა სპეკულირებდეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და გვარით“, – აღნიშნა წითლიძემ.
სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას, დაპირისპირება მიღებულია, ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს“.