6 დეკემბერს 14.30 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკაში (აუდიტორია №336) შედგება რათგერსის უნივერსიტეტის პროფესორის ჯოანა რეგულსკა წაიკითხავს საჯარო ლექციაა თემაზე: იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი თავის ძიებაში.
დისკუსია გენდერული იდენტობისა და პრაქტიკის შესახებ ორგანიზებულია
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში.
ჯოანა რეგულსკა არის რათგერსის უნივერსიტეტის ქალთა კვლევისა და გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის დეკანი; იგი არის OშF-HEშP-ის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის საერთაშორისო მკვლევარი.
პროფესორი რეგულსკა 2004 წლიდან თანამშრომლობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან, როგორც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის "გენდერის კვლევის" უცხოელი აკადემიური მრჩეველი.
2010 წლიდან იგი აგრეთვე არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ადმინისტრირებული თსუ-ს საერთაშორისო, სადოქტორო პროგრამის „გენდერის კვლევის აკადემიური ხელმძღვანელი.
საჯარო ლექციებზე წარმოდგენილ საკითხებში პროფესორი ჯოანა რეგულსკა გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.