"კომენტარს გავაკეთებ პროცესები რომ დამთავრდება. რა თქმა უნდა არ ვგრძნობ [თავს დამნაშავედ]" - მხოლოდ ეს კომენტარი გააკეტა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს ის პირველად მივიდა.
სასამართლოში იმყოფება მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილიც, რომელიც ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს.
ბასილაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
მოწმის სახით იკითხება ბასილაშვილის დედა.
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.