გაზეთი "რეზონანსი" საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, "ენგურჰესის" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "ინტერ რაოესს" შორის გაფორმებული მემორანდუმის "გასაიდუმლოებას" "რეზონანსი" უკვე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.
"მას შემდეგ, რაც ჩვენი მოთხოვნა საქართველოში არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა, სარჩელის სტრასბურგში შეტანას ვაპირებთ. შესაბამის პროცედურებზე უკვე ვმუშაობთ", - განმარტავს ტუღუში.
ამასთან, მისი შეფასებით, დაუსაბუთებელი და არაობიექტური იყო უზენაესი სასამართლოს ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საკასაციო ინსტანციამ "რეზონანსისა" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის დაკმაყოფილება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "ინტერ რაოესს" შორის გაფორმებული მემორანდუმი ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება, რის მოტივათაც ენერგეტიკის სამინისტრო კომერციული საკითხებს ასახელებს.
გაზეთი "რეზონანსი" ალეკო ხეთაგურის უწყებისგან სწორედ ამ მემორანდუმის გამოთხოვას და საჯააროობას ითხოვს, რაზეც უარს ეუბნებიან.
"რეზონანსმა" აღნიშნული მოთხოვნითYსასამართლოსაც მიმართა, თუმცა საჩივარი არც ერთმა ინსტაციამ არ დააკმაყოფილა.