რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეცვალოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრაისი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის „ვიზიტს“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში.
„ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისთვის. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეცვალოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში“, – განაცხადა პრაისმა.