ნამდვილ ჭეშმარით ღირებულებით ბრძოლაში, რუსთაველი უნდა მოიკავო. არ უნდა ამას ბევრი საუბარი, - განაცხადა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროიცესებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ენმ-ში რაც ხდება, მისთვის ახალი არაფერია, უბრალოდ, „უფრო სააშკარაოზე გამოვიდა ეს ყველაფერი“
ჩარკვიანი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობიდან მის ინიციატივას, რუსთაველზე აქციები გაემართად, მხარი არ დაუჭირეს და „გარკვეულმა ადამიანებმა საღლიცინო გახადეს“.
„გრიგოლ ვაშაძის ხმები, არ დაიცვეს და ზუსტად იგივე გაუკეთეს, დაახლოებით, რაც მიხეილ სააკაშვილს. გარკვეულმა ადამიანებმა ამას ხელი შეუშალეს. ესეც სწორი იყო, ნანუკამ[ჟორჟოლლიანმა] რომ თქვა, გამოხვიდე მარტო და ... ეს მართლა ძალიან რთულია. ეს მოიტხოვს სრულიად სხვა ფინანსებს. ფინანსებს რომ ვამბობ, იმას კი არ ვგულისხმობ, ვიღაცას ჯიბეში ჩაუდო. როგორ გეკადრებათ. აქ საუბარი არის, რომ ასე ვთქვათ, რუსთაველზე გარკვეული რაოდენობის ადამიანები რომ გააჩერო, ამას გარკვეული ატრიბუტიკა სჭირდება. ის საღლიცინო რომ გახადეს ატრიბუტიკა და არავინ თაკო ჩარკვიანის გვერდით რომ არ დადგა, მაშინ მაგათგან, ვგულისმობ, ნაციონალური მოძრაობისგან, ვაიმე, თაკომ რა თქვა! ვთქვი ის, რომ ნამდვილ ჭეშმარით ღირებულებით ბრძოლაში, რუსთაველი უნდა მოიკავო. არ უნდა ამას ბევრი საუბარი“, - თქვა ჩარკვიანმა.