დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადება იმის ნიშანია, რომ კიევმა რუსეთის პრეზიდენტს აჯობა.
ამის შესახებ ტრასმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პუტინმა მობილიზაციაზე ბრძანება იმიტომ გასცა, რომ ის ომს აგებს.
"მან უკრაინაში შეჭრით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, უკრაინელებმა მას [პუტინს] აჯობეს. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელები აგრძელებენ წინსვლას რუსეთის წინააღმდეგ შეტევებში. ვფიქრობ, რომ პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროს ძლიერ რეაქციას", - თქვა მან.
ინტერვიუში ტრასი პუტინის მუქარასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტის "ყალბი მუქარების მოსმენის ნაცვლად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს".