უკრაინაში 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ასე რომ ჯარი შეიძლება გაიზარდოს 5,5 მილიონით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ოლექს არესტოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„თუ თავდაცვისთვის ხალხი არ გვეყოფა, მაშინ ჩვენც გვექნება მობილიზაცია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
შეკითხვაზე, რა ელოდება სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მათი მობილიზაციაც არ არის გამორიცხული.
„ჯერ სტუდენტებს არ ეხებიან. ისინი ჯარში არ მიდიან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ასეც მოხდეს და ყველა წავიდეს, ან ძალიან ბევრი. თქვენ საერთოდ გინდათ, უკრაინა რომ გადარჩეს, თუ სორბონაში და ოქსფორდში სწავლასთან დაკავშირებული პირადი პრობლემის მოგვარება გსურთ?!“ – განაცხადა არესტოვიჩმა.