"ლეიბორისტული პარტიის" ინფორმაციით, ბაგა-ბაღები ფასიანი ხდება. როგორც პარტიის წევრმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამის საკითხზე თბილისის მერია უკვე მუშაობს. მისივე მტკიცებით, ერთ ბავშვზე გადასახადი 50-დან 80-ლარამდე იქნება.
"სააკაშვილისა და უგულავას ინიციატივით, იგეგმება, რომ ბაგა-ბაღები ფასიანი გახდეს. საუბარია ერთ ბავშვზე 50-დან 80 ლარამდე გადასახადზე. ეს ნიშნავს, რომ ბაღებში ბავშვების რაოდენობა შემცირდება, რასაც ზოგიერთი ბაგა-ბაღის გაუქმება და გამოთავისუფლებული შენობების კი გაყიდვა მოხდება", - განმარტა ჯიბლაძემ.
"ლეიბორისტები" ბაგა-ბაღების ფასიანად გახდომის შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.