სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის განცხადებით, ცივი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, ცუდ შედეგს მოუტანს ადამიანს.
ადამიანის ცხოვრებაში ტაძრის მნიშვნელობაზე პატრიარქმა დღეს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ, ქადაგებისას ისაუბრა.
"ადამიანისთვის ყოველი ტაძარი სასუფევლის კარია და ტაძარში სიარული ადამიანს სულიერ წინსვლაში ეხმარება. ცივი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, ცუდ შედეგს მოუტანს ადამიანს. ეკლესიის შუამდგომლობა არის უდიდესი ძალა", - ბრძანა უწმინდესმა.
გარდა ამისა, ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა მშობლებსაც მიმართა შვიდები "ღვთისადმი რწმენით აღზარდონ, რადგან სულიწმინდის მადლი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი, გადმოვიდეს მათზე".