კუბის დედაქალაქ ჰავანაში საქართველო-კუბას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
კონსულტაციების ფარგლებში კუბის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მაღალი დონის წარმომადგენლებმა ქართველი კოლეგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი მიიღეს.
ქართული მხრიდან შეხვედრებში ასევე საგარეო უწყების ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ ბერძენიშვილი, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეიმურაზ კეკელიძე და ამერიკის დეპარტამენტის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სამმართველოს მრჩეველი ზურაბ მჭედლიშვილი მონაწილეობდნენ.
შეხვედრების ძირითად მიზანს საქართველოსა და კუბის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვა და კონკრეტული სფეროებისა და მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
ასევე, შეხვედრების დროს განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.