კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებებში ჩანს სერიოზული საფრთხე, რომ ევროპული სტანდარტების საფარქვეშ ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის მოხრჩობის პოლიტიკა გააგრძელოს,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ევროპული სტანდარტები უნდა დაინერგოს, მაგრამ ამ კანონპროექტში ჩანს სერიოზული საფრთხე, რომ ევროპული სტანდარტების საფარქვეშ ხელისუფლებამ გააგრძელოს კრიტიკული მედიის მოხრჩობის პოლიტიკა. რიგი ცვლილებები ამ კანონპროექტში არ არის ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სურვილი, რომ ჰქონდეს დამატებითი ბერკეტები, რათა გააჩუმოს კრიტიკული აზრის მქონე პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და აქტივისტები, ამიტომ კანონპროექტის ეს ნაწილი უკიდურესად პრობლემურია. არის ნაწილები, რომელიც კარგია, საჭიროა და აუცილებელი, ამიტომ მიმაჩნია პრობლემური ნაწილები გვერდზე უნდა გადაიდოს და კარგი ნაწილი იქნას მიღებული,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.