დღეს, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი გაიმართა.
საკვალიფიკაციო გამოცდაში პირველადი ტესტირება პროფესიულ ნაწილში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 82-მა იურიდიული განათლების მქონე პირმა მიიღო.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა მეორე ეტაპსაც მოიცავს, სადაც ნოტარიუსები გამოცდას უკვე ზოგად უნარებში გაივლიან.
გამოცდის ერთ-ერთი მთავარი პირობა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაა. ამჟამად საქართველოში სულ 216 ნოტარიუსია. იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძვეელზე ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300 ნოტარიუსით განისაზღვრა, რაც იურიდიული განათლების მქონე პირებს თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას აძლევს.
მსგავსი ტესტირება სანოტარო მომსახურების ეფექტისა და ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.