„ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და სავარაუდოდ კვლავ გააგრძელებს ხან მაღალი დოზით, ხან შეიძლება შედარებით ნაკლებად, ხან მხოლოდ მარიონეტების მეშვეობით, როგორც ადრე ხდებოდა წლების განმავლობაში, ხან ვითომ გამოყოფილების, რომელიც რეალურად ივანიშვილის პერსონალური ხალხია და მთლიანად მთავრობის პროპაგანდით გააგრძელებს ანტიდასავლური ანუ ანტიქართული განწყობის გამყარებას. აჩვევენ საზოგადოებას, ასე მუშაობს ხოლმე ავტორიტარული რეჟიმები, იანუკოვიჩიც ასე იყო, რაღაც ამბავში წლების წინ პუტინიც კი ასე იყო, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ეს.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ხუნდაძის მიერ კელი დეგნანზე გაკეთებულ განცხადებას
„ამიტომ არ უნდა მოვტყუვდეთ იმით ოდესმე, თუ შენელდება ან შეფერხდება ეს ამბავი, სანამ ვხედავთ რომ ეს რეჟიმია ხელისუფლების სათავეში და ვხედავთ, რომ ყველა ის ინსტრუმენტი რომლის გამოყენებითაც ამას აკეთებენ, პირდაპირ მთავრობის წარმომადგენლები, მათი მედია-საშუალებები, მათი სოციალური მედიის პროპაგანდის მანქანა აგრძელებს ანტიდასავლური ანუ ანტიქართული მსოფლმხედველობის დამკვირდებას.
ეს კონკრეტული განცხადება პერსონალურად ელჩის წინაამღმდეგ, გარდა იმისა, რომ სამარცხვინოა ქვეყნისთვის დიპლომატიური ეტიკეტის თვალსაზრისით, არის უბრალოდ ნაწილი ამ დიდი ამბის. ეს არ არის ამ ერთი განცხადების პრობლემა ან ივანიშვილის ერთი დეპუტატის ამბავი, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის არსი წლებია და ახლა უბრალოდ უფრო მკაფიოა გახდა. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ასეთი განცხადება არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი მომავლისთვის, უსაფრთხოებისთვისა და თავისუფლებისთვის. ეს ხალხი პირდაპირ წირავს ჩვენი ქვეყნის ბედს ამ კაცის პერსონალური ინტერესებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ