ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ის Facebook-ის გვერდზე წერს.
“როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოწვევები მქონდა ტრავმებისა და ოპერაციების სახით. მე ბევრს ვმუშაობდი, რათა დავბრუნებულიყავი კონკურენტუნარიან ფორმაში. მაგრამ მე ასევე ვიცი ჩემი სხეულის შესაძლებლობები და ლიმიტები და ბოლო პერიოდში ეს გზავნილი მკაფიოდ მივიღე. მე 41 წლის ვარ, 24 წლის განმავლობაში 1 500-ზე მეტი მატჩი ჩავატარე.
ჩოგბურთი მომექცა იმაზე დიდსულოვნად, ვიდრე ვიოცნებებდი და ახლა უნდა მივხვდე, რომ უნდა დავასრულო ჩემი სპორტული კარიერა. მომავალ კვირას ლონდონში Laver Cup ჩემი საბოლოო ATP-ის ტურნირი იქნება. მე უფრო მეტ ჩოგბურთს ვითამაშებ მომავალში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა დიდ სლემის, ან რაიმე სხვა ტურნირზე", - წერს ფედერერი.
როჯერ ფედერერს კარიერის მანძილზე 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.