განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები პედაგოგებისთვის ტრენინგს მართავს.
მასწავლებლები სამდღიან გადამზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადიან. ტრენინგის ფარგლებში ისინი ელექტრონულ რესურსებს გაეცნობიან, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.
გადამზადების შემდეგ პედაგოგები სემინარებს სხვადასხვა სოფლებში, კოლეგებისთვის გამართავენ და მათ მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.
24 პედაგოგისგან შემდგარი ჯგუფის შემდეგ, განათლების და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებლების მომდევნო ნაკადს უახლოეს მომავალში გადაამზადებს.
ტრენინგი დღეს დაიწყო და სამ დღეში დასრულდება. ტრენინგს მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ესწრება.