საქართველოს პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
პრეზიდეტმა, ქართველი ხალხის სახელით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და ხალხს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა:
,,დიდი მწუხარებით გამოვხატავ სამძიმარს მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო.
ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ჩემი გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს.
როდესაც ჩვენ თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ ლიდერს ვემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ, რომ თავდადებითა და პროფესიონალიზმით, მისი უდიდებულესობა მომავალი თაობებისთვის კვლავ მისაბაძი მაგალითი იქნება“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.