საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი სამუშაო ვიზიტით ჰოლანდიას, საფრანგეთსა და ბულგარეთს ესტუმრება.
პრეზიდენტის ადინისტრაციის ინფორმაციით, პირველი ლედი ამჟამად ჰოლანდიაში იმყოფება, სადაც რამდენიმე დღე მშობლიურ ქალაქ ტერნეუზენში, თავის ოჯახში გაატარა, შემდეგ კი, ჰოლანდიის ქალაქ ენსხედესის ცენტრალური საავადმყოფოს ` MSE"-ს დედათა და ბავშვთა ცენტრი და პათოლოგიური დეპარტამენტი მოინახულა.
სანდრა რულოვსი ჰოლანდიიდან საფრანგეთის დედაქალაქს ესტუმრება და სამედიცინო ცენტრებს დაათვალიერებს.
12-15 დეკემბერს, საქართველოს პირველი ლედი მონაწილეობას მიიღებს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაგეგმილ გლობალური ფონდის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში, რომელსაც ქართული დელეგაცია საქართველოს პირველი ლედის ხელმძღვანელობით დაესწრება.
სანდრა რულოვსის სამუშაო ვიზიტი 30 ნოემბერს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება.