დღეს, 4 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზისა და მართვის ინსტიტუტი პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (აშშ) მხარდაჭერით ატარებს რეგიონულ კონფერენციას "პოლიტიკური მეცნიერებების როლი სამხრეთ კავკასიის დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში". კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები, მკვლევარები, ექსპერტები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.
ღონისძიებაზე განიხილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური მეცნიერებების წინაშე მდგომი გამოწვევები რეგიონში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესების ანალიზის და მართვის პროცესში.
კონფერენციაზე დაფუძნდება პოლიტიკური ფსიქოლოგიის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ასოციაცია, რომელიც გააერთიანებს რეგიონში პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში მომუშავე სპეციალისტებსა და რეგიონის პრობლემებით დაინტერესებულ უცხოელ მკვლევარებს.