უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციასა და ოლქის საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველ ნატალია პოპოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კუპიანსკი - უკრაინაა! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!“ - ამბოს პოპოვა.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციამ „უკრაინსკა პრავდას“ კუპიანსკის გათავისუფლება დაუდასტურა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს 9 სექტემბრის მდგომარეობით უკვე გაათავისუფლეს 2 500 მვ.კმ ფართობის ტერიტორია.