ENG / RUS       12+

დედოფალი ელისაბედ II: ცხოვრება ფოტოებში | გალერეა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელისაბედ მეორემ სიცოცხლის ბოლო დღეები შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა.

დედოფლის გარდაცვალებისთანავე, გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა პრინცი ჩარლზი.

წელს ელისაბედ მეორემ მმართველობის 70 წლის იუბილე აღნიშნა.

ელისაბედ უინძორი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის, მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.


ლილიბეტი უინძორის სასახლეში, 1927 წელი. AP
ლილიბეტი ბებიასთან, დედოფალ მერისთან ერთად, 1930 წელი. AP
ლილიბეტი ბებიასთან, დედოფალ მერისთან და დედასთან, ელისაბედ ბოუზ-ლაიონთან ერთად, 1931 წ. AP
ლონდონი, 1933 წელი. AP
ლილიბეტი სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ, 1934 წელი. AP
ლილიბეტი ქვედა რიგში, მარცხნიდან პირველი, უკან მეფე ჯორჯ V, 1934 წელი. AP
ლილიბეტი დედასთან და დასთან, მარგარეტთან ერთად თეატრში, 1935 წელი. AP
ლილიბეტი ცხენოსნობის ოსტატთან ერთად უინძორის სასახლის ეზოში, 1935 წელი. AP
13 წლის ლილიბეტი თავის დაბადების დღეზე, 1939 წელი. AP
ლილიბეტი თავის საყვარელ ძაღლთან, უელსურ კორგთან ერთად შოტლანდიაში, 1935 წელი. AP
ლონდონის ჰაიდ პარკში, 1936 წელი, AP
პრინცესა მარგარეტთან ერთად, 1936 წელი. AP
პრინცესა ელისაბედი ბუკინგემის სასახლიდან გამოსვლისას, 1937 წელი. AP
მეფე ჯორჯ V, ლილიბეტი და დედოფალი მერი, წმ. პავლეს კათედრალი, 1935 წელი. AP
15 წლის ელისაბედი, 1942 წელი. AP
1943 წელი. AP

მეორე მსოფლიო ომის დროს ელისაბედი შეუერთდა ბრიტანეთის არმიის ქალთა დამხმარე სამსახურს, სადაც მუშაობდა მუშად და მექანიკოსად, მართავდა სამხედრო სატვირთო მანქანებს  

1945 წელი. AP
ელისაბედი დააწინაურეს საპატიო უმცროსი მეთაურის თანამდებობაზე, 1945 წელი. AP
1945 წელი. AP
1946 წელს ლონდონის უნივერსიტეტში საპატიო ბაკალავრის ხარისხი მიიღო მუსიკაში. AP
პირადი ოთახი ბუკინგემის სასახლეში, 1946 წელი. AP
ელისაბედი თავის საფოსტო მარკების კოლექციას ათვალიერებს. AP
21-ე დაბადების დღეზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, 1947 წელი. AP
პრინცესა ელისაბედი დაინიშნა ფილიპ მაუნტბატებზე, 1947 წელი. AP
სამეფო ქორწინება, 1947 წლის 20 ნოემბერი. AP
ახლადდაქორწინებული სამეფო წყვილი, 1947 წელი. AP
ლონდონი, 1948 წელი. AP
ელისაბედი პრინც ჩარლზთან ერთად, 1949 წელი. AP
პრინცესა ელისაბედი ბრილიანტების დიადემითა და მარგალიტების ყელსაბამით, 1949 წელი. AP
ელისაბედი, პრინცი ფილიპი, პრინცი ენდრიუ და პრინცესა ანა კლარენსის სახლში, 1951 წ. AP

 დედოფლის კორონაცია, 1953 წლის 2 ივნისი

ელისაბედ მეორე შოტლანდიაში, ბალმორალის რეზიდენციაში მიემგზავრება, 1974 წელი.

ელისაბედ მეორე, პრინცესა დიანა პრინც უილიამთან ერთად, დედა დედოფალი, პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი. 4 აგვისტო 1982 წელი

დედოფალი პრინც ჩარლზსა და პრინც უილიამთან. უინძორის ციხე-სიმაგრე, 1987 წელი

ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი. 29 ივნისი, 2011 წელი

სამეფო ოჯახი ბუკინგემის სასახლის აივანზე, 10 ივლისი, 2018 წელი

დედოფალი მისი მეუღლის, პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონიაზე. 17 აპრილი, 2021 წელი

დედოფალი პლატინის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. 2 ივნისი, 2022 წელი