დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ლიზ ტრასის განცხადებით, ელისაბედ მეორის გარდაცვალება უდიდესი შოკია მთელი ერისა და მსოფლიოსთვის.
"ჩვენ ყველანი განადგურებულები ვართ დედოფლის სიკვდილით, რაც უზარმაზარი შოკია ერისა და მსოფლიოსთვის", - თქვა მან.
ტრასის თქმით, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ის „კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა“.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი დიდებული ქვეყანა, სწორედ დედოფლის დამსახურებითაა.
„ის იყო შთაგონების წყარო, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე უამრავი ბრიტანელისთვის. მისი ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ლიზ ტრასმა ერთგულება გამოუცხადა სამეფოს ახალ მეფეს.
„დღეს გვირგვინი გადაეცემა ახალ მონარქს, როგორც ეს ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენი მეფე იქნება მისი უდიდებულესობა ჩარლზ მესამე. მეფესთან ერთად ვგლოვობთ მისი დედის გარდაცვალებას. ჩვენ მას ვთავაზობთ ერთგულებას, ისეთ ერთგულებას, როგორითაც დედამისმა გვიერთგულა ყველა ჩვენთაგანს ასე დიდხანს. ღმერთო, დაიფარე მეფე!“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.