დიდი ბრიტანეთiსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე ჩარლზ III დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო განცხადებას ავრცელებს.
მონარქის განცხადებით, დედოფლის გარდაცვალება უდიდესი მწუხარების მომენტია მისთვის და სამეფო ოჯახისთვის.
"მე ვიცი, რომ ამ დანაკარგს განიცდიან მთელ ქვეყანაში და უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში. გლოვისა და ცვლილების ამ პერიოდში, ჩვენს ოჯახს და მე ნუგეშსა და მხარდაჭერას მაძლევს იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის ცოდნა, რომლითაც დედოფალი სარგებლობდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ელისაბედ მეორის ვაჟი, 73 წლის ჩარლზი დედოფლის გარდაცვალებისთანავე გახდა სამეფოს ახალი მონარქი. მოგვიანებით გაიმართება მისი ოფიციალური კორონაცია. უკვე ცნობილია, რომ ახალმა მეფემ სახელად მიიღო ჩარლზ III.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლისა გარდაიცვალა.