საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მისმა უდიდებულესობა, ელისაბედ II-მ სიცოცხლე თავის ხალხს, ერსა და სახელმწიფოს მიუძღვნა.
დემოკრატიისადმი და ღირსებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების მაგალითმა მას ისტორიაში უნიკალური ადგილი მოუპოვა.
ჩემი ფიქრები სამეფო ოჯახთანაა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში დღეს, შოტლანდიაში გარდაიცვალა.