მედიაორგანიზაციებს ფინანსური დეკლარაციების ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება დაეკისრებათ. როგორც იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განმარტა, იმისთვის, რომ დაინტერესებული პირისთვის ბიუროკრატიული მექანიზმები გამარტივდეს, კანონში ჩაიწერება, რომ მედიაორგანიზაცია ვალდებული გახდება, თავისი ფინანსური დეკლარაცია ვებგვერდზე გამოაქვეყნოს.
მისი თქმით, მაუწყებლის შესახებ კანონში ჩანაწერი გაკეთდება, სადაც განმარტებული იქნება, თუ რა იგულისხმება ოფშორულ ზონებში. ასევე ცვლილება შედის აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კუბლაშვილმა მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტში ავტორებს ცვლილების შეტანა მოსთხოვა, რომელსაც უმრავლესობა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით 7 დეკემბერს გაიტანს.