ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დათანხმდა უკრაინაში მიწვევას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლონდონის ურყევი მხარდაჭერა კიევის მიმართ.
ტრასმა ეს განცხადება სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა. ეს იყო ლიზ ტრასის ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი უცხო ქვეყნის ლიდერთან მას შემდეგ, რაც მთავრობის მეთაურის თანამდებობა დაიკავა.
"მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის თავისუფლების და დემოკრატიის მიმართ", - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მოუთმენლად ელის ზელენსკისთან თანამშრომლობას უახლოეს კვირებსა და თვეებში და სიამოვნებით დათანხმდა წინადადებას, ახლო მომავალში ეწვიოს უკრაინას", - აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრასს მხარდაჭერისთვის. მისივე თქმით, მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მიიწვია, ხოლო სატელეფონო საუბრისას განიხილეს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხები.