საქართველომ გადაწყვიტა ევროპულ გზას შეუდგეს, ეს პასუხისმგებლობა იკისროს და ახლა აქტუალურია, რომ ეს დანაპირები შესრულდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არამარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს, რადგან მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობას სურვილი, რათა ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალ. ხაზი მინდა, გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ გზაზე ყველა მონაწილე, ყველა მოთამაშე ასრულებს თავის როლს, თუმცაღა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია. არ არის მარტივი, განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არა ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთან არის, თქვენს დასახმარებლად არის მზად“, – განაცხადა ბორელმა.