ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს უკრაინას. ქართველმა ხალხმა იცის, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში მათი მომავალი უკეთესი იქნება. ამიტომ, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, სად დადგეს, ვის მხარეს, - ამის შესახებ ტელეარხ "ფორმულას" ეთერში ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა.
"ქართველი ხალხი და საქართველოს პრეზიდენტიც აცნობიერებენ და აღიარებენ რუსეთის აგრესიას და იმას, რომ მთელი ეს ომი რუსეთის სინდისზეა, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინას პროვოცირება არ მოუხდენია. არ ვიცი, რას ამბობს საქართველოს მთავრობა. არ ვიცი, ისინი გმობენ თუ არა ამ აგრესიას. ვფიქრობ, საქართველოს მართებს, გაარკვიოს და ისტორიულად სწორ პოზიციაზე დადგეს. სამწუხაროდ, საქართველოსთვის არასწორი პოზიცია იქნება ძალიან სავალალო, თუ უკრაინა წარმატებული იქნება და საქართველოს მთავრობა კი არ დაგმობს რუსეთს. ეს იქნება საქართველოს მხრიდან სტრატეგიული შეცდომა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს უკრაინას. ქართველმა ხალხმა იცის, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში მათი მომავალი უკეთესი იქნება. ამიტომ, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, სად დადგეს, ვის მხარეს", - თქვა ჰოჯესმა.
"ფორმულას" სინქრონული თარგმანი