"შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები" - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.
ნიკა მელიამ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგია წარადგინა.
• "მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები, სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო აქციები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად;
• უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან - მათ წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად;
• უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია - აშკარაა, ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას. ვაღიაროთ ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ დღეს არსებობს უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა მისივე თქმით, ქვეყანას მართავს რუსული მთავრობა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზიდან გადასახვევად.
"ყველამ ერთად ავირჩიოთ ევროპა" - თქვა ნიკა მელიამ