შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პირადად უმასპინძლა.
ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით პრეზიდენტის სასახლეს 40-მდე ბავშვი სტუმრობდა. მათ შორის იყვნენ დევნილი ბავშვებიც.
ბავშვებს პრეზიდენტის სასახლე და მუზეუმი დაათვალიერებინეს და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.