ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების მოქმედ ხელმძღვანელებს შორის, ყველაზე დროგამძლე აღმოვჩნდი.
მეც კი შევამჩნიე, რომ მმართველობა 15 წელს გამიგრძელდა და ვთვლი, რომ უვადო და ხანგრძლივი დასვენება დავიმსახურე. ვეცდები, დროზე წავიდე.
იმედი მაქვს, მხარს დამიჭერთ და გამიგებთ", - თქვა კადიროვმა ვიდეომიმართვაში.
„ჩვენ კავკასიელებს გვაქვს გამოთქმა: როგორი პატივსაცემი და სასურველიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა. ვიდრე არ გამაგდეს. როგორც აღმოჩნდა, მე უკვე მოხუცი ვარ, ოდესღაც კი ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ჩვენ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ და ვეცდებით, დროულად წავიდეთ“, – ამბობს კადიროვი ვიდეომიმართვაში.