ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მივიდა.
მანამდე საერთაშორისო ექსპერტებმა 3 საათით გადადეს ვიზიტი, სადგურის სიახლოვეს განხორციელებული დაბომბვების გამო.
საერთაშორისო საზოგადოება გაეროს ექსპერტების ვიზიტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, რადგან ინსპექტორები პირველად შეძლებენ ელექტროსადგურის მონახეულებას მას შემდეგ, რაც ის რუსეთმა დაიპყრო.
დღეს დილით, გავრცელდა ცნობები ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის შესახებ. უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ვიზიტისთვის საფრთხის შექმნაში. კიევი მოითხოვს, რომ რუსეთმა პროვოკაცია შეწყვიტოს და უზრუნველყოს ექსპერტების უსაფრთხო გადაადგილება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელთა ვიზიტის ჩაშლის მცდელობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი მტკიცებით, დღეს დილიდან უკრაინელი სამხედროები არტილერიით უტევენ რაიონს, სადაც სააგენტოს ექსპერტები უნდა ჩავიდნენ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ გაზრდილი სამხედრო აქტივობის მიუხედავად, ექსპერტთა მისია ჩავა ელექტროსადგურზე.