ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის "მმართველის მოადგილემ" კირილ სტრემუსოვმა უკრაინა დატოვა და "მუშაობას" რუსეთიდან, კერძოდ ვორონეჟიდან განაგრძობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სტრემუსოვი აქტიურად აქვეყნებს ტელეგრამის არხზე ვიდეომიმართვებს, რომელიც ქალაქის ხედის ფონზეა ჩაწერილი. ამ ვიდეობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეომიმართვები ვორონეჟში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "მარიოტშია" ჩაწერილი.
ვორონეჟი ხერსონიდან დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
შეგახსენებთ, 29 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მათ ოკუპირებულ ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია, ბევრი კი ტყვედ ჩავარდა.