ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.
უწყება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და მარიონეტულ რეჟიმს დაკავებული მოზარდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გატაცების ბოლო ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია. არასრულოწლოვანთა დაკავება პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს კონფლიქტის ზონებში არასრულწლოვანთა მოპყრობის შესახებ. ასეთი ტიპის ინციდენტები ხელს უწყობს მხოლოდ დაძაბულობის ზრდას და არასტაბილურობას რეგიონში.
"ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს დაკავებულთა დაუყოვნებლივ განცხადებას და მოუწოდებს ყველა მხარეს ყველა ზომას მიმართონ მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.